Wednesday, July 14, 2010


პროექტის სახელი: პური–ძირითადი საკვები პროდუქტი

პროექტის მოკლე აღწერა: პურის ისტორია,კულტურა,ჯიშები.მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას პურის შესახებ.

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება,რომ ჩვენი რაიონი პურის მწარმოებელი რაიონია. ხორბლის,როგორც მარცვლეული კულტურის გაცნობა,აგრეთვე ხორბლის ჯიშების,პურის მოყვანასთან დაკავშირებული სასოფლო სამეურნეო სამუშაოების გაცნობა.ინფორმაციების მოძიება პურის წარმოშობის,ხორბლისაგან პურის მიღების ტექნოლოგიის,პურის წარმოშობის ისტორიის, მისი შენახვის შესახებ.პური ქრისტიანულ რელიგიაში,ყაირათიანობა,პურთან დაკავშირებული ეროვნული ტრადიციები.

მოსწავლეთა ასაკი:8 –9 წელი.

ვადები:რვა თვე (ნოემბერი–ივნისი)


პროექტის შესაძლო აქტივობები: მასალების მოძიება პურის მწარმოებლებთან,ინტერნეტში,მხ.ლიტერატურაში,ფოტო ალბომის შექმნა,რეცეპტების შედგენა,ცდის ჩატარება–ხორბლის დათესვა და მასზე დაკვირვება,ექსკურსია პურის საცხობში.პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ხორბლის ჯიშების,კულტურის,მისი მოვლის შესახებ.გაეცნობიან პურის წარმოების და მისი შენახვის ტექნოლოგიებს,შექმნიან ფოტოალბომს,გაეცნობიან პურთან დაკავშირებულ ტრადიციებს,ისწავლიან ყაირათიანობას.გაეცნობიან პურის თემაზე შექმნილ ლიტ.ნაწარმოებებს,ანდაზებს,გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს.შეიტყობენ იმ საკვები პროდუქტების შესახებ,რაც ხორბლისგან მზადდება.
შეიძენენ ინფორმაციის მოპოვების და პრეზენტაციის უნარ– ჩვევებს.მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა.

სასარგებლო სხვებისთვის:გაეცნობიან პურის თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს და ანდაზებს.მოისმენენ სხვადასხვა ინფორმაციას პურის ჯიშების,კულტურის თუ ტექნოლოგიის შესახებ.ისწავლიან პურის ყაირათიანად ხარჯვას.

სამუშაო ენა:ქართული


მონაწილეები სხვა სკოლებიდან: პურის მწარმოებელი ადამიანები.


საგნებთან და ერ.გეგმასთან კავშირი:ქართული ლიტ.ბუნებისმცოდნეობასთან,ხელოვნებასთან.


პროექტის ფალსილიტატორი: მზია არაბული


ფალსილიტატორის ელ.ფოსტა:mzia.arabuli10@gmail.com


პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ–გვერდი–ბლოგი.